მთავარი | ჩვენს შესახებ | კონტაქტი | ENG

ჩვენს შესახებ

არქიტექტორების – მამუკა ზვიადაძის, ზაზა ცინცაძის და ზურაბ ლოლაშვილის შემოქმედებითი ალიანსი შედგა 1984 წელს საპროექტო ინსტიტუტის “საქქალაქმშენპროექტის” საპროექტო სახელოსნოში.

1984-1989 წლებში მუშაობდნენ “ბავშვთა ქალაქ მზიურის” გენგეგმისა და განაშენიანების პროექტზე. პარალერულად ანხორციელებდნენ სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობებისა და კომპლექსების, ქალაქის კეთილმოწყობის და სხვა პროექტებს.

1989 წლიდან მათი თაოსნობით დაფუძნდა არქიტექტურული სტუდია “პირამიდა” სადაც არქიტექტორები დღემდე მოღვაწეობენ. მათი პროექტებით შეიქმნა მრავალი ობიექტები თუ განაშენიანება:
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები თბილისში და ქალაქგარეთ.
მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსები; შოუ-რუმები; საოფისე თუ სავაჭრო ცენტრები; მთაწმინდის პარკის განაშენიანება; “თბილისის დიპლომატიური სოფელი” და სხვა მრავალი.
არქიტექტორები არიან სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსების პრიზიორები.

1988 წლიდან არქიტექტორთა კავშირის წევრები.

2008 წლიდან “არქიტექტორთა კლუბის” წევრები.

2009 წელს – საერთაშორისო კონკურსის “არქიტექტურული პრემია 2009” ლაურეატი.

2010 წელს – საერთაშორისო კონკურსის “არქიტექტურული პრემია 2010” ლაურეატი.

ავტორთა თითოეული განხორციელებული პროექტის ღირსება, ცალკეულ შემთხვევაში, მათ გარემოსთან ურთიერთკავშირში მდგომარეობს. ნაგებობები კომპაქტურია – არქიტექტონიკის ძირითადი ჯგუფები ერთმანეთთან მოხერხებულადაა დაკავშირებული, ორიგინალური კომპოზიციით გამოირჩევა, ერთ მთლიანობაში აღიქმება. მათი საერთო კოლორიტი ყოველ ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ ჭრილშია გადათამაშებული და მიკროსამყაროს სიმბოლურ ველს ქმნის.

მამუკა ზვიადაძე – 1984 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

ზაზა ცინცაძე – 1984 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

ზურაბ ლოლაშვილი – 1983 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

არჩილ ნაცვლიშვილი – 1981 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

მამუკა სირაძე – 2006 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.



© პირამიდა 2011. ყველა უფლება დაცულია